რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, რუსეთის ვლადიმირსკის ოლქის გუბერნატორის ინაუგურაციის ცერემონიის დროს, სცენაზე ასვლის დროს დაეცა.
მას ადგომაში იქვე მდგომი ფოტოგრაფი დაეხმარა.
“არაფერი განსაკუთრებული, ამის შემდეგ პრესასთან შეხვედრაც ჰქონდა და ისეთივე დახვეწილი და თავდაჯერებული იყო, როგორც ყოველთვის” – განაცხადა ჟირინოვსკის პრესსამსახურის უფროსმა.