4 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” რეჟისორი და ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე სტუმრობდა, რომელმაც ,,რუსთავი 2″-ის ძველ და ახალ პროექტებზე ისაუბრა.
– ნიკა, როგორ გაატარეთ კარანტინი?
– საბედნიეროდ, კარანტინი ჩვენ ნაკლებად შეგვეხო, რადგან იმ ადამიანების გახალისებას ვცდილობდით, ვისაც თვითოზალაციის რეჟიმში მოუწია ცხოვრება და საოცრად სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეტიც, სწორედ დათრგუნული მდგომარეობის განსამუხტად ჩავიფიქრეთ ახალი, გრანდიოზული პროექტი, რომლის პრემიერა შაბათს საღამოს შედგება ,,რუსთავი 2″-ის ეთერში.
– რამდენადაც ვიცი, არც პროექტზე „დიდ სცენა“ შეჩერებულა მუშაობა…
– გეთანხმებით, მუშაობა მართლაც არ შეგვიწყვეტია. რამდენიმე დღეში ქასთინგი გვექნება, სავარაუდოდ ორ კვირაში კი, ეთერში გავალთ და უამრავ სიურპრიზს შევთავაზებთ მაყურებელს.
– საინტერესოა, ვინ გაუძღვება გადაცემას და რა შემადგენლობით შეიკრიბება ჟიური?
– ჟიურის წევრებს შორის აუცილებლად იქნებიან ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი, რომელიც მაყურებელმა თავიდან დაიწუნა, თუმცა მერე საოცრად შეიყვარა. ახალ წევრად კი, ნიკოლოზ რაჭველი მოვიწვიეთ, რომელსაც კონკურსანტების შეფასების უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
– როგორ ცდილობდით დროს შევსებას თვითიზოლაციის პერიოდში?
– პირადად მე ვმუშაობდი, ოჯახის წევრები კი, მეტწილად ფილმების, სერიალების ყურებით ცდილობდნენ მოწყენილობის დაძლევას.