LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟიზელ ბუნდჰენი დედა მესამედ გახდება

234

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა მოდელმა – ბრაზილიური წარმოშობის ჟიზელ ბუნდჰენმა დაახლოებით ერთი წლის წინ პოდიუმიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.

ამ დღეებში 36 წლის ლამაზმანი ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც ის მზის სათვალეების რეკლამის გადაღებებში მონაწილეობდა. როგორც ყოველთვის, ბუნდჰენი  არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა ყურადღება მიიქცია მისმა მომრგვალებულმა მუცელმა. პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდელი მესამე შვილს ელოდება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ ჟიზელისა და მისი მეუღლის, ფეხბურთელ ტომ ბრედის რომანი 2007 წელს დაიწყო და 2009 წელს ქორწინებით დასრულდა. წყვილი ორ შვილს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები