LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს

108
ჟოზე ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს.

კითხვაზე, რას ნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ომი ახლოსაა, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ ამ განცხადების მიზეზს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახსნის, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრას ონლაინ ფორმატში დაესწრება.

„სახელმწიფო მდივანი აგვიხსნის ამ განცხადების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან კონკრეტული მიზეზები არ ვიცით, მაგრამ სახელმწიფო მდივანი მოგვაწოდებს ინფორმაციას,“ – განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა.

„არ ვფიქრობ, რომ დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს.

„შესაძლოა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ასეა, გაგვაცნობს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა.

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები