LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალ Playboy-ს 10 ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი

304

ჟურნალ Playboy-ს დაარსებიდან ძალიან ბევრი დრო გავიდა. შეიცვალა ინფორმაცის მიღების წყარო და ფორმაც. შიშველი ქალბატონების ხილვა სოც-ქსელში განუსაზღვრელი დოზით შეგვიძლია. ამ ყველაფერმა ჟურნალ Playboy-ს ხელმძღვანელობას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთლიანად იცვლება ჟურნალის იდეოლოგია, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პოპულარული ჟურნალის მომხმარებლებს აღარ ექნებათ საშუალება იხილონ ულამაზესი მოდელების შიშველი სხეულები.

თუმცა, ჟურნალის არქივში არაერთი ლამაზმანის ფოტოსესია ინახება. სწორედ ამ არქივიდან გამოცემამ Trendymen.ru 10 საუკეთესო შეარჩია…

 

გრეის კიმი

2008 წლის ნოემბრის ”პლეიმეითი” კალიფორნიელი გოგონა, სახელად გრეის კიმი გახდა. გრეისი იდეალური მაგალითია იმის, რომ ადამიანი მხოლოდ ვიზუალურად არ ფასდება. იმავე წელს გოგონამ ინგლსური ენის ბაკალავრის დიპლომი მიიღო და დღემდე წარმატებით აგრძელებს კარიერას ამ დარგით. 2008 წელს გრეისმა სრულიად დამსახურებულად მიიღო ”ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი კურდღლის” ჯილდოც.

 

 

დენის რიჩარდსი

ეს გოგონა ჟურნალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გამოდგა. Playboy-ს შემდეგ, იგი მიიწვიეს ისეთი ცნობილი ჯურნალის ფოტოსესიებში, როგორიცაა FHM, GQ და სხვები. მისმა წარმატებამ თავის დროზე ჩარლი შინის ყურადღებაც კი მიიპყრო და მასთან რომანიც კი ჰქონდა.

 

 

ვიქტორია სილვესტრი

მოდელი 1997 წლის ”ფლეიმეთი” გახდა და ჟურნალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ვიქტორია 90-ანი წლების მოვლენა გახდა. მისი მიწვევისთვის ძალიან ბევრი პოპულარული გამოცემა და ჯურნალი იბრძოდა. კარიერის განმავლობაში მოდელმა 50-მდე ჟურნალის გარეკანი გაალამაზა.

 

 

იდა ლიუნგკვისტი

გოგონა 2008 წლის მარტში თვის ”ფლეიმეითი” გახდა, 2009-ში კი წლის ”ფლეიმეითი”. ჟურნალის ისტორიაში ის პირველი აფრიკული წარმომავლობის მოდელია. გარდა ამისა, ჟურნალის პირველი მეგობარიც გახდა, ამის მიზეზი კი მისი ჰონორარის მთლიანად ქველმოქმედებისთვის გადაცემა გახდა.

 

 

სარა ჟინ ანდერვუდი

მოდელი პირველად ოქტომბრის ნომერში გამოჩნდა, თუმცა, მკითხველის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ხოლო როდესაც მისი ფოტოსესია ხელმეორედ გამოქვეყნდა 2007 წელს, მან თვისა და წლის ”ფლეიმეითი”-ს ტიტული მოიპოვა.

 

 

კეილი მონაკო

მოდელი საკმაოდ დიდხანს გააგრძელა თანამშრომლობა ჟურნალთან Playboy Bunny-ს ფორმატში და რამდენიმე განსაკუთრებული ჯილდოც მიიღო. მისით ჰოლივუდის წამყვანი რეჯისორებიც დაინტერესდნენ და დღემდე წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს.

 

 

ბაფი ტაილერი

ამ გოგონას პოპულარობა თავის დროზე მხოლოდ სან-ანტონიოთი შემოიფარგლებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც ის ჟურნალ Playboy-ს გარეკანზე მოხვდა, მისი სხეულითა და გარეგნობით მთელი მსოფლიო მოხიბლა. გოგონას უამრავი პრიზი აქვს მოგებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას გერმანელებმა იდეალური ”სახლის გოგონა” შეარქვეს, რომელთანაც ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით დაიწყებდა ურთიერთობას.

 

 

 

მერლინ მონრო

თქვენ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ, მაგრამ მსახიობის პოპულარობას სწორედ Playboy-მ შეუწყო ხელი. ახალგზარდა გოგონა, რომელიც იმ დროისთვის პრეზიდენტს ხვდებოდა, 1953 წელს ჟურნალის ყველაზე ”ცხელ” გოგოებს შორის მოხვდა.

 

 

პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონმა მთელი 22 წელი გაატარა ჟურნალში Playboy Bunny-ს ფორმატში. ამ მხრივ ის ერთადერთი რეკორდსმენია. რომლის შეცვლასაც, სავარაუდოდ ვეღარავინ შეძლებს. ის ყველაზე ხშირად ამშვენებდა ჟურნალის გარეკანს, რატომ? ამის მიზეზს ყველა კარგად ვხედავთ.

 

 

როს ვან მონფორი

ეს საყვარელი გოგონა საიუბილეო ნომრის, რომელიც ჟურნალის 60 წლისთავს ეძღვნებოდა ”ფლეიმეთი” გახდა. როსი ამაყობს თავისი ჰოლანდიური ფესვებით და კვლავაც აქტიურად განაგრძობს სამოდელო კარიერას. მას დღემდე აქვს შემოთავაზებები ცნობილი ევროპული თუ ამერიკული ჟურნალებისგან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები