LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალურ ქალად აღიარებული Playboy-ის მოდელი საკუთარ თავზე დაქორწინდა

131
0_unnamed

ბრაზილიელი მოდელი ჯანაინა პრაზერესი, რომელიც ჟურნალმა PlayBoy-იმ ცოტა ხნის წინ „იდეალურ ქალად“ აღიარა, საკუთარ თავზე დაქორწინდა. Daily Star-ის ინფორმაციით, ქალმა თავის თავს 80 ათას დოლარიანი საქორწინო ბეჭედიც კი უყიდა.

35 წლის ბრაზილიელმა განაცხადა, რომ სურს იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი ქალი და საკუთარ თავზე დაქორწინება სწორედ ამის სიმბოლო გახდა. ლამაზმანი აღიარებს, რომ სიყვარულის პოვნა ყოველთვის ძალიან უჭირდა და ყველა ურთიერთობა წარუმატებელი ჰქონდა.

მას შემდეგ რაც PlayBoy-იმ ის „იდეალურ ქალად“ აღიარა, ჯანაინამ საკუთარი თავი შეიყვარა და ამ სიყვარულის დაგვირგვინება სიმბოლური ქორწინებით გადაწყვიტა. „იმისათვის რომ ნამდვილად ბედნიერი იყო, თავიდან საკუთარი თავის მიღება და შეყვარებაა საჭირო. ეს ბეჭედი ჩემი თავის ჩემთან არსებული მჭიდრო კავშირის სიმბოლოა.“



ქალმა ისიც დაამატა, რომ წარმატების მიღწევაშიც მას მხოლოდ მუყაითი შრომა დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები