LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს თურქეთში გამგზავრება სასწრაფოდ სჭირდება: „შესაძლოა, აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი…“

205
mariam-chelidze

„პირველი არხის“ თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა, მას აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი ფილტვთან და გულთან, რაზეც საჭიროა სასწრაფოდ დამატებითი კვლევა და შემდეგ ქირურგიული ჩარევა. მარიამს გადაუდებლად სჭირდება თურქეთში გამგზავრება და მკურნალობის გაგრძელება.

ყველას, ვისაც აქვს მარიამ ჭელიძის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე შეუძლია:

GE96TB7722645061600017

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g