LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

92
Untitled design (6)

2021 წლის 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ;

ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს 1 წლითა და 2 თვის ვადით;

უშანგი დათუნაშვილს კი 5 000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

მოსამართლემ ბრალდებულებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირდა და ისინი დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

 

ფოტო: IPN

magti 5g