LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს

178
BeFunky-collage0კ,პ654=9 (18)

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბერულავა სამტრედიაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

იქამდე სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერდა:

„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g