LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი ეკატერინა გორდონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს

107

ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ეკატერინა გორდონი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, – ამის შესახებ მან ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სავარაუდოდ, მე ვიქნები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებელი კანდიდატი. ვარ ორი შვილის დედა, მაქვს ჟურნალისტად მუშაობის 10-წლიანი სტაჟი, დავაარსე საკუთარი იურიდიული კომპანია და, უკვე მეხუთე წელია, ქალებისა და ბავშვების უფლებებს ვიცავ, – განაცხადა გორდონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ პროგრამაში აქცენტს სწორედ ქალებისა და ბავშვების უფლებებზე გააკეთებს, ვინაიდან ამ სოციალურ ჯგუფებს კანონი საერთოდ არ იცავს.

„მე მამაკაცების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩვენ ვართ მარტოხელა დედების ქვეყანა, რომელთა ბედიც არავის აინტერესებს, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება. არჩევნებში კენჭისყრის შესახებ უკვე განაცხადეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადირემ ჟირინოვსკიმ, პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა, გრიგორი იავლინსკიმ და „კანდიდატმა ყველას წინააღმდეგ“, ქსენია სობჩაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g