LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი ნათია ბერიძე ჰყვება, როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე სასტიკად ოჯახის წევრების თანდასწრებით -„სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემდა…“

14238
natiaberidze205

ჟურნალისტი ნათია ბერიძე, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობაზე ხმამაღლა საუბრობს, ესტუმრა თიკო ფეიქრიშვილის რუბრიკას „ქალები“ „იმედზე“. მან მეორე ქორწინებისას განცდილი ოჯახური ძალადობის თაობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ქორწინების დანგრევის შემდეგ, მას საზოგადოების მხრიდან ცუდი დამოკიდებულება შეხვდა, რის გამოც გადაწყვიტა, მეორედ გათხოვილიყო, თუმცა სამწუხაროდ, მოძალადის ხელში აღმოჩნდა. ნათია აღნიშნავს, რომ მის მეორე მეუღლეს მასთან განქორწინების შემდეგ არაერთი სხვა ქორწინება ჰქონდა, მაგრამ ისინიც ძალადობის გამო დასრულდა. ნათიას თქმით, მისი ყოფილი მეუღლე მოძალადის ხასიათს დაქორწინებამდე კარგად ნიღბავდა.

ნათია ბერიძე:

პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ, როცა საღამოს სახლში მასთან მივდიოდით, ქუჩაში, მოწმენდილ ცაზე, აბსოლუტურად ფხიზელმა, აბსურდული რაღაცების თქმა მომთხოვა… მომიყევი, რამდენი საყვარელი გყავდაო. კი ვიცი, მაგრამ შენგან მინდა რაღაცების გაგებაო. ამის გამო ისე მცემა ქუჩაში… იქვე ახალგაზრდები იდგნენ და არავინ ხელი არ გაანძრია. ფიზიკურად ვერ გამოვიქეცი, წამართვა ტელეფონი, ტაქსიშიც იგივე გააგრძელა, ტაქსის მძღოლსაც ხმა არ ამოუღია. ვერავის ვთხოვე შველა. ქუჩაში გადმომიყვანა, ტალახში დამაგდო და ისე თმით ასე მიმათრევდა. შემთხვევით მეზობელთან ქეიფობდა ხალხი და ისინი გამოვიდნენ, მიშველეს, გამოვითავისუფლე თავი, შევვარდი სახლში ნივთების ასაღებად, რომ გამოვქცეულიყავი და იქ დამხვდა მისი ოჯახი. ტალახიანი და ნაცემი შევედი. ზუსტად ორ წუთში შემოვარდა და სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემა. ყველა იქ იყო, დედა, და, დის ქმარი, დის მული და ვერავინ მიეკარა. ფიზიკურად წინააღმდეგობის ძალა აღარ მქონდა და გათიშულს თავი დამანება. დედამისი გამოიწია ერთხელ და მასზეც გაიწია. მეტი არავინ ჩარეულა. მან მითხრა, ან 5 წუთში წახვალ აქედან, ან ვერასდროს წახვალო. წამართვა ტელეფონი, საფულე, ტრანსპორტი არ დადიოდა, ღამის სამ საათზე. იცოდა, რომ ისეთი ნაცემი ვიყავი, ფეხს დამოუკიდებლად ვერ გადავადგამდი… ვუთხარი, რომ დილით რომ გაიღვიძებდა, აღარ დავხვდებოდი, ჩემი ენა ჩემი მტერი აღმოჩნდა. ტუალეტშიც კი ვერ გავდიოდი მის გარეშე. ვიყავი ტყვეობაში, მისი ოჯახის წევრები ჯალათებივით თავზე მედგნენ, თუკი სადმე გადიოდა. მერე დედამისის ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ეშინოდათ, მათზე არ გადასულიყო მისი აგრესია და მე შემწირეს…“

ნათია ბერიძემ მოძალადე ქმარს თავი თვენახევარში დააღწია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g