ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია ჟურნალისტი მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო ერთ-ერთ სამშობიაროში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს. მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა“, – წერია სააგენტოს ვებგვერდზე.
ნინი ჯაფარიძე ბოლოს „ბიბლუსის“ მარკეტინგის თანამშრომელი იყო. ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.