ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები, რომელსაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“