LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა

283
page

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის შედგენამდე წარმომადგენლებმა 1639 კინოკრიტიკოსი გამოჰკითხეს.

პირველ ადგილზე  ბელგიელი რეჟისორის, შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23 ბრიუსელი 1080“ გავიდა, საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზე იაპონური დრამა „ტოკიური ამბავი“ დასახელდა, მეხუთე პოზიცია კი  ვონგ კარ-ვაის „სასიყვარულო განწყობამ“ დაიკავა.

სრული სია იხილეთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები