LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება – ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია, ეს ყველაფერი იქნება

147
6xy0xwu0j6fm25v

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.

„შემდეგ ეპიზოდებში: ფაქტობრივად, ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგები – უკრაინაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

კულებას თქმით, თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g