Dodge კომპანია InterMotive Inc-თან ერთად საპოლიციო სედანებისთვის ახალ სისტემაზე მუშაობს. მისი საშუალებით Charger Pursuit-ში მჯდომ ადამიანებს ეცოდინებათ, თუკი ვინმე, ან რაიმე უკანა მხრიდან მიუახლოვდებათ.
სისტემის მუშაობაში პარკტრონიკი და უკანა ხედვის კამერა გამოიყენება. მისი აქტივაციისთვის საჭიროა OBDII-ში სპეციალური მოდული შეერთდეს, რომელიც InterMotive Inc-მა შეიმუშავა. ამის შემდეგ კი პოლიციელებს AUX 1-ის გააქტიურება მოუწევთ და სისტემა ამუშავდება.
სისტემის გააქტიურების შემდეგ, სიახლე ყოველ ჯერზე სამართალდამცავი ორგანოების ტანამშრომლებს ხმოვანი სიგნალით გააფრთხილებს, რომ უკან რაღაც უახლოვდებათ. გარდა ამისა, სისტემა თავად დაბლოკავს საკეტებს, ფანჯრებს და ჩართავს უკანა ფარებს.
Dodge Charger Pursuit აღიჭურვება ან 3,6 ლიტრიანი V6 ძრავით, ან 5,7 ლიტრიანი V8 ძრავით.