LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FBI-მ ექსკლუზიური Dodge-ებისა და Jeep-ების გამტაცებლები იპოვა

48
jeep

აშშ-ში, FBI-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბანდა, რომელსაც საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებში ედება ბრალი. ერთ-ერთი – ავტომობილების გატაცებაა. აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედები ამერიკულ ბრენდებზე Dodge-სა და Jeep-ზე იყვნენ ორიენტირებული და თან უპირატესობას ექსკლუზიურ მოდიფიკაციებს ანიჭებდნენ, მაგალითად ისეთს როგორიცაა –  Scat Pack და Hellcat, ასევე ვერსია Trackhawk-ს.

კლივლენდის შტატის პოლიციამ, FBI-ს ოფიცრებთან ერთად ოთხი მამაკაცი დააკავა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თავიდან მძარცველები ფოსტის თანამშრომლებს ესხმოდნენ თავს, იპარავდნენ ჩეკებს, ატყუებდნენ ბანკებს. ამასთან ერთად ექსკლუზიური ავტომობილების მოპარვაც დაიწყეს.

მძარცველთა მიერ მიყენებულმა ზიანმა 2,7 მილიონი დოლარი შეადგინა. გამოძიება გრძელდება და არც ისაა გამორიცხული რომ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები