დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დოდო გუგეშაშვილის დაკითხვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამართალდამცველებს ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.