LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო ხურცილავა: „ოპოზიციის გეგმაა, რომ რაც შეიძლება ბევრი კოვიდდაავადებული იყოს ქვეყანაში…“

361
dodoshkaxurcilava2021

თეატრმცოდნე დიდი ხურცილავა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მან ოპოზიციის გეგმაზე ისაუბრა კოვიდთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ მათი გეგმაა, საქართველოში ამ დაავადებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასნეულდეს.

დოდო ხურცილავა:

„ოპოზიციის გეგმაა, რომ რაც შეიძლება ბევრი კოვიდდაავადებული იყოს ქვეყანაში. მათ სურთ, გაზაფხულისთვის ვითარება დაძაბონ. მგონი, ბობოხიძემ თქვა, რომ გაზაფხულზე ბევრი დაავადებული იქნება, შემდეგ სრულიად დაიხურება ქვეყანა და მაშინ მოვახერხებთ ხალხის აჯანყებასო.

მაგალითად, კოვიდ-მიტინგზე მივიდა 5 კაცი, რომელმაც არ იცის, რომ აქვს ინფექცია და გადასდო სხვა ადამიანებს. თქვენ ხომ იცით, რომ ეს გეომეტრიული სისწრაფით ვრცელდება, ძლივს ჩამოვედით 5 000 ინფიცირებულიდან ქვემოთ და კიდევ რომ იმდენი ადამიანი დაავადდეს, ძალიან მაინტერესებს, ან რესტორანში ვინ წავა, ან დასასვენებლად“, – განაცხადა თეატრმცოდნემ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g