დოდონა ნამორაძე, რომელმაც ბერძნული „ვოისის“ ფინალში იმღერა და სულ ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.
მომღერალი ამბობს, რომ ქართველებისგან ძალიან დიდი სიყვარული მიიღო:
„დამბურძგლა! ასეთი სიყვარული საოცრებაა. კვარაცხელიას და დვალიშვილის გვერდზე რომ მოგიაზრებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?! მიმიღწევია იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. რასაც გავცემ ჩემი ქვეყნის სიყვარულში, ის რომ მიბრუნდება, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?“.
„ეს რა ხალხი ხართ, მიყვარხართ“ – დოდონა ნამორაძე ბერძნული The Voice-ის ფინალში გადავიდა