LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოი, შენ რომ არსებობ! ანდროს მეგობრები რომ არიან, რისი უნდა შემეშინდეს?! შენს გვერდით ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება ყველგან და ყველაფერში“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

178
ლიკა გუნცაძე

„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ამავე თეატრის დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე ეხმაურება.

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს უახლოესი წარსულიდან ერთ-ერთი ვიდეოს ფრაგმენტს, რომელშიც დავით დოიაშვილი ანდრო ჭიჭინაძის შესახებ საუბრობს და ამბობს: „ანდრო არის იდეა – არ შეიძლება თავისუფლება იჯდეს ციხეში“.

„მსგავსი ღირსების ადამიანი არ ვიცი! დოი, შენ რომ არსებობ! ანდროს მეგობრები რომ არიან, მე რისი უნდა შემეშინდეს?! შენს გვერდით ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება ყველგან და ყველაფერში!“, – მიმართავს ლიკა გუნცაძე დავით დოიაშვილს.

„მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!“ – დავით დოიაშვილი

მსგავსი ღირსების ადამიანი არ ვიცი! დოი შენ რომ არსებობ !ანდროს მეგობრები რომ არიან მე რისი უნდა შემეშინდეს?! შენს გვერდით ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება ყველგან და ყველაფერში! ❤️

Posted by Lika Guncadze on ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2025

ირმა სოხაძე: „დაანებეთ თავი ხელოვანებს, გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული მართლა ღიმილის ბიჭები, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების და სუნთქვის საშუალება!“

ცნობისათვის, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ 16 აპრილს გაავრცელა.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

დეა მეტრეველი: „რამდენიმე პოსტი შემხვდა – „ნეტა, ვინ დათანხმდება მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“ არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი – გავლილი გვაქვს ეს გზა“

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

magti 5g