LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება”

81

„Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება“, – ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური ანგარიში „ბიზნესის წარმოების შესახებ“ (Doing Business), სადაც საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა და მე-9 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, რაც თავისთავად, კონვერტირება შემდგომ ინვესტიციებში. იმ ინვესტიციებში, რომლებიც აქამდე შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, ლომის წილი სწორედ ამგვარ საერთაშორისო რეიტინგებსა და მათ შორის მსოფლიო ბანკის ამ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე რეიტინგს მიუძღვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ Doing Business-ის ტოპ ხუთეულში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები