ამერიკელი ჟურნალისტი გაბრიელ შერმანი ამერიკის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ფილმისთვის სცენარს დაწერს.
„როგორც ჟურნალისტი, დონალდ ტრამპზე 15 წლის განმავლობაში ვწერდი. დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ ამ ბიზნესმენის ისტორიით, რომელმაც ყველაფერი 70-80-იანი წლების ნიუ-იორკში დაიწყო. ეს პერიოდი საკმაოდ ბევრს ამბობს ადამიანზე, რომელიც ახლა ოვალურ კაბინეტში ზის“, – განაცხადა შერმანმა.
ჟურნალისტი ასევე Fox News-ის დამაარსებლის, როჯერ აილსის შესახებ წიგნის ავტორია.
