LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dolce & Gabbana-მ ძაღლებისთვის სუნამო შექმნა

145
Dolce & Gabbana

Fefé – ასე ჰქვია სუნამოს, რომელიც მოდის სახლმა Dolce & Gabbana ძაღლებისთვის შექმნა. შთაგონების წყარო დიზაინერის დომენიკო დოლჩეს ოთხფეხა მეგობარი, პუდელი Fefé იყო.

როგორც მოდის სახლში ირწმუნებიან, სუნამო სრულიად უსაფრთხოა და მისი შექმნის პროცესში უდიერად არცერთ ცხოველს არ მოპყრობიან.

სუნამო Fefé არ შეიცავს ალკოჰოლს და ის ტროპიკული ხის ილანგ-ილანგის ყვავილის, მუშკისა და სანდალოზის ხის მერქნის სურნელს აერთიანებს.

სუნამოს Fefé საჩუქრად მოჰყვება ძაღლის საყელური Dolce & Gabbana-ს ემბლემით.

სუნამოს ფლაკონზე, რომელიც მწვანე ფერისაა, ძაღლის თათი ოქროსფრადაა ამოტვიფრული.

Dolce & Gabbana-ს პარფიუმი ძაღლებისთვის 99 ევრო ღირს.

მოდის იტალიური სახლის რეკომენდაციაა, რომ სუნამო არ მოახვედროთ ძაღლის ცხვირის არეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g