თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.