LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დომინიკ ვესტის ცოლმა ქმრის ღალატი მედიით შეიტყო, ის მძიმე მდგომარეობაშია

712
dominiwest201013

დომინიკ ვესტის ცოლი შოკირებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მისი ქმრისა და ლილი ჯეიმსის რომანს ეძღვნება. ფოტოები, სადაც ვესტი და ჯეიმსი ერთმანეთს კოცნიან, გამოცემა „დეილი მეილმა“ გუშინ გაავრცელა. 50 წლის დომინიკ ვესტმა და 31 წლის ლილი ჯეიმსმა შვებულება რომში გაატარეს, პაპარაცებმა კი, მათი გადაღება მოახერხეს. ისიც გაირკვა, რომ წყვილმა ღამე De La Ville-ის სასტუმროში გაატარა.

ლილი ჯეიმსსა და დომინიკ ვესტს რომანი აქვთ – რომანტიკული ფოტოები რომშია გადაღებული

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დომინიკ ვესტის სახლთან კეტრინ ფიჯერალდის მეგობრები გამოჩნდნენ. როგორც ,,მეილ ონლაინი” წერს, კეტრინი გაცოფებული და განადგურებულია, მას ამ დრომდე ეგონა, რომ ქმართან მყარი ურთიერთობა ჰქონდა.

მეგობარი გამოცემას უყვება, რომ კეტრინმა ახალი ამბავი მედიით შეიტყო, ამის შემდეგ ქმართან დაკავშირება სცადა, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობდა. კეტრინი იმდენად მძიმედაა, რომ მეტყველების უნარიც კი დაკარგა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g