Domino’s Pizza ახალი კადრების აყვანას გეგმავს. როგორც BBC წერს, ცნობილი კომპანია საშობაოდ დამატებით 8,000 მძღოლს დაიქირავებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მასშტაბით.
Domino’s Pizza ამ გადაწყვეტილებას საახალწლოდ მოსალოდნელი გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. აღსანიშნავია, რომ კომპანია ახალ თანამშრომლებს დასაქმების გრძელვადიან პერსპექტივას ჰპირდება. უფრო კონკრეტულად კი, ახალი თანამშრომლები კომპანიაში არამხოლოდ წინასაახალწლო პერიოდში დასაქმდებიან, არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს მიიღებენ.
BBC-ის ინფორმაციით, Domino’s Pizza-ს მენეჯერების 90%-ზე მეტმა კომპანიაში საქმიანობა მძღოლობით, ან მზარეულობით დაიწყო.