LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონა სამერი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს

147
photo-collage.png (21)

გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ, დონა სამერი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ,,დისკოს დედოფალმა” კარიერის განმავლობაში, 17 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომლებიც მისი თანაავტორობით შექმნილ არაერთ ჩანაწერს აერთიანებს. მათგან მხოლოდ ერთი სიმღერის – Dim All the Lights ერთადერთი ავტორი თავად არტისტია, მისი თანაავტორობით კი ისეთი ჰიტები დაიწერა, როგორებიცაა: Love to Love You Baby, I Feel Love, Heaven Knows, Bad Girls, On the Radio და სხვა.

სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია 15 დეკემბერს კალიფორნიაში გაიმართა. ღონისძიებას სამერის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქვრივი ბრიუს სუდანო დაესწრნენ.

ცნობისთვის, როგორც წესი, დიდების დარბაზში შედიან მხოლოდ ის მუსიკოსები, რომელთა კომპოზიციები პოპულარულია მთელ მსოფლიოში და აღიარებულია აშშ-ის პუპულარული მუსიკის ნაციონალური აკადემიის მიერ. სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა. Songwriters Hall of Fame 1969 წელს დაფუძნდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 500-მდე წევრს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები