LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა

45

აშშ მზადაა მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა, თუმცა, იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება საჭირო არ გახდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი პირველი გამოსვლისას განაცხადა.

„აშშ დიდ ძალას და გამძლეობას ფლობს. თუმცა, თუკი გვაიძულებენ დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები, არ გვექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სრულიად გავანადგუროთ ჩრდილოეთ კორეა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თავისი სარაკეტო და ბირთვული გამოცდებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დაიწყო თვითმკვლელი მისია თავისთვის და თავისი რეჟიმისთვის.  სწორედ ამისთვის შექმნეს გაერო. მოვიდა დრო, ყველა ქვეყანამ მოახდინოს კიმის რეჟიმის იზოლირება, ვიდრე ის არ შეწყვეტს თავის მტრულ ქცევებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, დაუშვებელია ვაჭრობის წარმოება იმ ქვეყანასთან, რომელიც მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g