LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: „ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ საზოგადოებას, აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე, ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო“

145
დონალდ ტრამპი

შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ საზოგადოებას, აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე, ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო, – ამ სიტყვებით დაასრულა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“ – დონალდ ტრამპი

როგორც ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.

ტრამპის თქმით, აშშ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ.

„ჩვენ შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ, ჯანმრთელ და ყველაზე სიცოცხლისუნარიან საზოგადოებას მსოფლიოში. ჩვენ დავიპყრობთ მეცნიერების ფართო საზღვრებს და გავიყვანთ კაცობრიობას კოსმოსში და აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე და მის ფარგლებს იქით. ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, მოემზადეთ წარმოუდგენელი მომავლისთვის, რადგან ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო. ის იქნება ისეთი, როგორც აქამდე არასდროს უნახავთ. მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g