ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ხვდება.
ლიდერები ბირთვული განიარაღების საკითხზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა აღნიშნა, მათ არ ეჩქარებათ, მთავარია, რომ კარგ შეთანხმებას მიაღწიონ. კიმ ჩენ ინის თქმით კი, მას აქვს იმის განწყობა, რომ კარგ შედეგებამდე მივლენ.
ლიდერები კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის განადგურების გზამკვლევზე მსჯელობენ.
ვიეტნამის დედაქალაქში კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა მეტროპოლის სასტუმროში 30 წუთს გაგრძელდა. შემდეგ მათ ეზოში გაისეირნეს, შეხვედრებს ესწრება კიმ ჩენ ინის მრჩეველი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.
ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს.