მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პირველად ორი რამის გაკეთება მიწევდა – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ბევრი თაღლითი მყავდა. მეორე ჯერზე მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტობის თანამდებობაზე მესამედ კენჭისყრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ეს არ არის ის რისი გაკეთებაც მსურს. ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.