LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება

pjimage-2

თეთრის სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაკეტვითა და საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლით დაიმუქრა, თუ კონგრესი აშშ-სა და მექსიკას შორის კედლის მშენებლობის დაფინანსებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„იძულებული ვიქნებით სრულად ჩავკეტოთ სამხრეთ საზღვარი თუ ობსტრუქციონისტი დემოკრატები არ მოგვცემენ ფულს კედლის მშენებლობის დასრულებაზე და არ მოგვცემენ საშუალებას სულელური საიმიგრაციო კანონები შევცვალოთ, რომელიც ტვირთად გვაწევს. დაუჯერებელია, რომ შეიძლება არსებობდეს პრეზიდენტი და კონგრესი, რომელმაც ეს დაამტკიცა!“ – წერს ტრამპი.

კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა და კვლავ უცნობია, თუ როდის განაახლებენ მუშაობას სახელმწიფო უწყებები.

დონალდ ტრამპი, რომელმაც ნებისმიერ გარიგებას ხელი უნდა მოაწეროს, მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან.

ამ საკითხზე დებატები კანონმდებლებმა 20 დეკემბერს გადაავადეს.

ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 2017 წლის 25 იანვარს მოაწერა.

magti 5g