„მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა, ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე გაკეთა.
„ვფიქრობ მსოფლიოსთან ომი, სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
„გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები.