„შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა.
„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებული შტატებისთვის და სხვადასხვა სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ყიდის…
მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად – მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.
„შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“ – წერს ტრამპი.