LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს – თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, გაგრძელდება – შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს

151
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-25T012818.132

უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის“.

„შეიძლება ნაწილი. იმედი მაქვს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g