LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის – სამხედრო დახმარების შეჩერებაზე არც კი მისაუბრია, ვნახოთ რა იქნება

186
დონალდ ტრამპი

უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო დახმარების შეჩერებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

„უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს. ეს ქვეყანა მათ რთულ დროს უჭერდა მხარს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სჯობს ამაში მართალი არ იყოს.

შესაძლოა, ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს და თუ ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დიდხანს არ დარჩება. ამ ადამიანს დიდხანს არ მოუსმენენ, რადგან მჯერა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს და რა თქმა უნდა, მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს შეთანხმების მიღწევა სურს.

[სამხედრო დახმარების შეჩერების] შესახებ არც კი მისაუბრია. ვგულისხმობ, პირდაპირ ახლა. ვნახოთ რა იქნება. ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g