„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტა სურს“, – The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“.
„ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს ძლიერი საბრძოლო მანქანა აქვს.
დონალდ ტრამპი: „შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს“
„მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, რა ტერიტორიული ამბიციების აქვს პუტინს და ფიქრობს თუ არა, რომ მას უკრაინის მთელი ტერიტორია სურს, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინს მანაც იგივე კითხვა დაუსვა.
„აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
„მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისთვის. რადგან თუ ის გააგრძელებს, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება და ჩემთვისაც დიდი პრობლემა იქნება. ვფიქრობ, რომ მას სურს დასრულება და მათ სურთ მისი სწრაფად დასრულება. ორივე მათგანს“. – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.