„ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. პუტინმა თქვა: „დონალდ ტრამპი პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ომი არ დაიწყებოდა“. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, გასული ორშაბათის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიდევ ჰქონდა.
„ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.