LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონალდ ტრამპის წერილს პოზიტიურად ვაფასებთ – ვფიქრობ, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო, მარტივად შევცვალოთ“ – კახა კალაძე

119
კახა კალაძე

„დონალდ ტრამპის წერილს პოზიტიურად ვაფასებთ – ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მზადაა მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს პოზიტიურად ვაფასებთ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომელიც იქნა დაწესებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის და როგორც ამერიკელი, ასევე, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული,“ – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის. როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს: მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას – სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები