LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა – ვლადიმერ პუტინი

70

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პუტინის თქმით, დონალდ ტრამპთან შეიძლება მოლაპარაკება და კომპრომისების გამოძებნა განსხვავებით ამერიკული სისტემისა, რომელიც არაეფექტური და არაპროგნოზირებადია“.

არანაირი იმედგაცრუება არ არის და არც შეიძლება, იყოს. სუფთა ადამიანური კუთხით, დონალდ ტრამპმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, ის კეთილგონიერი ადამიანია. როდესაც საქმეებზე ვსაუბრობდით, ის დეტალებს ეძიებოდა. მასთან მოლაპარაკება, რაღაც კომპრომისების გამონახვა შეიძლება, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას მასში ამერიკული სისტემა იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g