დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე „დემოკრატებთან“ შეხვედრას „დროის ფუჭად ხარჯვა“ უწოდა და მოლაპარაკებები დატოვა. როგორც მოგვიანებით ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, მან „დემოკრატებს“ 30 დღით მთავრობის დაფინანსების აღდგენა შესთავაზა, სანაცვლოდ კი, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო.
შეგახსენებთ, კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო, რის გამოც უკვე თითქმის 20 დღეა აშშ-ის მთავრობის ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს, მილიონობით თანამშრომელი ხელფასის გარეშეა დარჩენილი.
Just left a meeting with Chuck and Nancy, a total waste of time. I asked what is going to happen in 30 days if I quickly open things up, are you going to approve Border Security which includes a Wall or Steel Barrier? Nancy said, NO. I said bye-bye, nothing else works!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 9, 2019