აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცი დადო. მან აშშ-ს ყველა ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ესწრება ცერემონიას და ხალხს მადლობა გადაუხადა. ამ წუთებში დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის.
მანამდე კი ტრამპი მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა. თეთრ სახლში მათ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და მისმა მეუღლემ. ახლანდელ და ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა თეთრი სახლის ცისფერ დარბაზში ჩაის დალევის ფორმატში, მელანია ტრამპისა და მიშელ ობამას თანდასწრებით გაიმართა.