LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა მადონას „საზიზღარი“ უწოდა

44

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოპ-მომღერალ მადონას „საზიზღარი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ამ უკანასკნელმა ვაშინგტონში გამართულ „ქალების მარშში“ მონაწილეობა მიიღო. ტრამპმა განმარტა, რომ ამ საქციელით მადონამ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მარშის ზოგად იდეას ავნო.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ამერიკის დედაქალაქში „ქალების მარში“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა სახემ მიიღო, თუმცა მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი მადონას გამოსვლა იყო, რომელმაც ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

მოგვიანებით, მომღერალმა განაცხადა, რომ მედიამ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდო და არაკორექტულად გადასცა. როდესაც ეს ყველაფერი თავად პრეზიდენტმა ნახა, განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციას ცნობილი ადამიანები უფრო ამწვავებენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=oKhVp–feJk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g