დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პაკეტი ერთი წლით გახანგრძლივდა.
ერძოდ, საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს აღმასრულებელ ბრძანება 14024-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება.
აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საზიანო აქტივებში იგულისხმება რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში; მავნე კიბერ აქტივობები; უცხოურ მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლებად ტრანსნაციონალური კორუფციისთვის ხელის შეწყობა და გამოყენება;
რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს მიღმა დისიდენტების ან ჟურნალისტების სამიზნეში ამოსაღებად აქტივობები; შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა; საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დარღვევა, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.