სოციალური მედიის პლატფორმაზე Truth Social აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სუნამოების საკუთარი ხაზი წარადგინა, რომელიც საკუთარ საპრეზიდენტო ვადებს მიუძღვნა.
კოლექცია სახელწოდებით „Victory 45–47“ განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. სუნამოს ფლაკონებს ტრამპის ოქროსფერი მინიატიურული ქანდაკება ამშვენებს. თითოეული სუნამო 249 დოლარი ეღირება.
„შეიძინეთ სუნამო თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის. ისიამოვნეთ, გაერთეთ და განაგრძეთ წარმატების გზაზე სვლა“, – წერს აშშ-ის 79 წლის პრეზიდენტი.
