დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ აქვს. როგორც თეთრი სახლი აცხადებს, აშშ-ს პრეზიდენტმა ტესტი მაინც ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.„დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ტესტის ჩატარებას არ აპირებდა.
დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს
ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას უმასპინძლა. შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.