LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება – ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობები

72
რუსები

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება.

„რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს. ჩრდილოეთით, მათ აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან დარჩენილი დანაყოფების უმეტესობა იზიუმის ღერძამდე მიიყვანეს. გასული კვირის განმავლობაში, რუსული ძალები უკრაინის წინააღმდეგობის ფონზე, იზიუმიდან მომავალ მთავარ გზაზე სავარაუდოდ, კიდევ 5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

რუსული ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან, სავარაუდოდ, ახლა ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრში არიან. იმის გამო, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის ძალების ჯგუფების საფრთხის ქვეშ არის, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება.“– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

„შოიგუ პუტინს ატყუებს..“ – რაში ამხელს არესტოვიჩი რუსეთის თავდაცვის მინისტრს?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები