დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვი, დაშავდა 100-ზე მეტი.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიის Telegram არხზე ვრცელდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურისა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებისთვის.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.