LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა – კიდევ რომელი ქართველი სპორტსმენები დასაჯეს და რა ვადით

152
მერაბ შარიქაძე

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძეს 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდა შარიქაძის, სანქციები სხვა მოთამაშეებსაც შეეხოთ, კერძოდ:

  • 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს
  • 3-3 წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს.
  • ნუცა შა­მა­თა­ვა – 9 წლი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია – გა­ყალ­ბე­ბა ან გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მცდე­ლო­ბა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g